ნიკა მელია: „ქვეყანაში ახალი არჩევნები ჩატარდება“
18/02/2021 08:49:44 პოლიტიკა
ქვეყანაში ახალი არჩევნები ჩატარდება და ამასთან დაკავშირებით ჩატარდება მოლაპარაკება,– ამის შესახებ ენმ–ის თავმჯდომარე ნიკა მელიამ პარტიის ოფისში განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს ქვეყანაში ის ვითარება არ აქვს, რომ საზოგადოებას ზურგი აქციოს.
ცნობისთვის: მას შემდეგ, რაც გიორგი გახარია პრემიერ–მინისტრის თანამდებობიდან გადადგა და შსს–მ ნიკა მელიას დაკავების ღონისძიება გადადო, ოპოზიციამ განაცხადა, რომ დიალოგისთვის სივრცე გაჩნდა და მათი ამოცანაა, ეს სივრცე გააფართოვონ. მათი თქმით, მოლაპარაკებები მხოლოდ ვადამდელი არჩევნების ირგვლივ გაიმართება. "ქართულ ოცნებაში" ამ საკითხზე კომენტარი არ გაკეთებულა. განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე ახალი მთავრობის ფორმირებაზე კონცენტრირდებიან.


