Accentnews.ge
სააკაშვილი: „საქმე ბოლომდეა მისაყვანი!“

სააკაშვილი: „საქმე ბოლომდეა მისაყვანი!“

18/02/2021 09:01:52 პოლიტიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამარჯვებად აფასებს გიორგი გახარიას გადაწყვეტილებას, პრემიერ–მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე და აცხადებ, რომ ახლა სიფრთხილე და მობილიზებაა საჭირო.

„უზურპატორი მთავრობის პრემიერი გახარია გადადგა, რადგან არ მოისურვა თავის თავზე აეღო ივანიშვილის ბრძანების პასუხისმგებლობა სისხლისღვრაზე. ეს არის დიდი გამარჯვება! ახლა მნიშვნელოვანია, რომ ეს ერთობა გავაფართოვოთ. რეჟიმი იშლება, მაგრამ ახლა განსაკუთრებული მობილიზაცია და სიფრთხილეა საჭირო, ბოლომდე არის მისაყვანი საქმე. რიგგარეშე არჩევნები ახალი საარჩევნო კომისიით არის ერთადერთი პირობა, რომელიც განმუხტავს კრიზისს და დააბრუნებს საქართველოს დემოკრატიის და განვითარების გზაზე“.

ცნობისთვის: მას შემდეგ, რაც გიორგი გახარია პრემიერ–მინისტრის თანამდებობიდან გადადგა და შსს–მ ნიკა მელიას დაკავების ღონისძიება გადადო, ოპოზიციამ განაცხადა, რომ დიალოგისთვის სივრცე გაჩნდა და მათი ამოცანაა, ეს სივრცე გააფართოვონ. მათი თქმით, მოლაპარაკებები მხოლოდ ვადამდელი არჩევნების ირგვლივ გაიმართება. "ქართულ ოცნებაში" ამ საკითხზე კომენტარი არ გაკეთებულა. განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე ახალი მთავრობის ფორმირებაზე კონცენტრირდებიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S