თალაკვაძე: "დესტაბილიზაციას არ დავუშვებთ"
18/02/2021 09:20:18 პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ბიუროს სხდომაზე ენმ–ის თავმჯდომარე ნიკა მელიას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განმარტა, იმუნიტეტის შეწყვეტის თაობაზე „ქართული ოცნების“ მოტივაცია. მან სამწუხარო უწოდა გიორგი გახარიას გადაწყვეტილებას და განმარტა პრემიერის გადადგომის შემდეგ სამართლებრივი პროცედურები.
„გუნდი ერთიანია, სახელმწიფო ინსტიტუტები – მზადყოფნაში, რომ ყველა სახელმწიფო სერვისის მიწოდება გაგრძელდეს უწყვეტ რეჟიმში. დესტაბილიზაციას არ დავუშვებთ და ამის გარანტია პარლამენტია“,– განაცხადა თალაკვაძემ.
რაც შეეხება ოპოზიციას მოთხოვნას დიალოგის თაობაზე, არც მას და არც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს კომენტარი არ გაუკეთებიათ.
გახარიას გადადგომასა და მელიას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ბიუროს სხდომაზე დანარჩენ დეპუტატებს განცხადება არ გაუკეთებიათ.
ცნობისთვის: მას შემდეგ, რაც გიორგი გახარია პრემიერ–მინისტრის თანამდებობიდან გადადგა და შსს–მ ნიკა მელიას დაკავების ღონისძიება გადადო, ოპოზიციამ განაცხადა, რომ დიალოგისთვის სივრცე გაჩნდა და მათი ამოცანაა, ეს სივრცე გააფართოვონ. მათი თქმით, მოლაპარაკებები მხოლოდ ვადამდელი არჩევნების ირგვლივ გაიმართება. "ქართულ ოცნებაში" ამ საკითხზე კომენტარი არ გაკეთებულა. განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე ახალი მთავრობის ფორმირებაზე კონცენტრირდებიან


