Accentnews.ge
ელისაშვილი – „ოცნებას“: „ახლა მაინც მოეშვით „კუნთების თამაშს“

ელისაშვილი – „ოცნებას“: „ახლა მაინც მოეშვით „კუნთების თამაშს“

18/02/2021 09:45:35 პოლიტიკა

„მოქალაქეების“ დამფუძნებელმა ალეკო ელისაშვილმა „ქართული ოცნების“ დეპუტატებს საკუთარი პოზიცია შეახსენა, არ შეეწყვიტათ სადეპუტატო იმუნიტეტი ენმ–ის თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის.

„დღეს პროცესები ჩიხშია: ქვეყანა პრინციპში, სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა!“,– განაცხადა ელისაშვილმა პარლამენტში.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ და ენმ–მ ესკალაციისთვის ყველაფერი გააკეთა:

„ამ დროს გასაცოდავებული ქვეყანა მიგდებულია. პაციენტები ტვირთის გადასატანი მანქანებით გადაჰყავთ, ხალხის ბანკის გადასახადებს ვერ იხდის, ისე ხართ გართული „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაპირისპირებაში... სააკაშვილს ეხმარებით ხელისუფლებაში დაბრუნებაში, რომ ყველა ერთად დაგვიჭიროს და ძვლებში დაგვამტვრიოს. როგორც ჩანს ეს გინდათ, რაღაც საიდუმლო გეგმა გაქვთ“.

მან „ქართულ ოცნებას“ დიალოგისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა:

„ახლა მაინც მოეშვით „კუნთების თამაშს“. მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს – დასხედით და მოელაპარაკეთ იმ ხალხს. იქეთაც საქართველოა, აქეთაც და შუაში – გასაცოდავებული, გაღატაკებული საქართველო“.

მისი თქმით, ერთადერთი, ვინც სწორი გადაწყვეტილება მიიღო, გიორგი გახარიაა და ქვეყანა კიდევ უფრო დაპირისპირების გამოუვალ ჩიხში არ შეიყვანა.

შეგახსენებთ, რომ გახარიამ თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. ამ ეტაპზე უცნობია, ვინ შეცვლის მას, მოვალეობას კი მაია ცქიტიშვილი შეასრულებს. გახარიამ გადაწყვეტილების საფუძვლად ნიკა მელიას დაპატიმრების თაობაზე აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. დისკუსიის არსებობა „ქართულ ოცნებაშიც“ დაადასტურეს, თუმცა როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მათ შესაბამისი არგუმენტაცია გახარიასგან ვერ მოისმინეს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ გახარიას გადადგომის შემდეგ შსს–მ მელიას დაკავების ღონისძიება გადადო, ოპოზიცია კი ხელისუფლებას დიალოგის მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S