"საქართველოს სამეფო სახლი" პოლიტიკური პროცესებით უკმაყოფილოა
18/02/2021 09:50:37 პოლიტიკა
"საქართველოს სამეფო სახლის" მეთაური ენმ–ის თავმჯდომარის ნიკა მელიას დაპატიმრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს.
ის მხარეებს მოლარაპაკებების მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდებს.
"საქართველოს სამეფო სახლის მეთაურის, მისი სამეფო უმაღლესობის ბატონიშვილ დავითის პოლიტიკური განცხადება.
მთავრობასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირების გამო, გამოვთქვავ ჩემს უკმაყოფილებას ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, ამჟამინდელი ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გამო. მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებს ჩაერთონ მოლაპარაკებაში რომ პროცესებმა ქუჩიდან და სასამართლოდან გადაინაცვლოს მოლაპარაკებების მაგიდასთან, რათა თავიდან ავიცილოთ ჩვენი საყვრელი სამშობლოს საერთაშორიო იზოლაცია.
საქართველო გვეკუთვნის ჩვენ ყველას, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებების, წარმოშობისა და სარწმუნოებისა", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 17 თებერვალს სასამარტლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გიორგი გახარიამ პრემიერ–მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. ამ ეტაპზე უცნობია, ვინ შეცვლის მას, მოვალეობას კი მაია ცქიტიშვილი შეასრულებს. გახარიამ გადაწყვეტილების საფუძვლად ნიკა მელიას დაპატიმრების თაობაზე აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. დისკუსიის არსებობა „ქართულ ოცნებაშიც“ დაადასტურეს, თუმცა როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მათ შესაბამისი არგუმენტაცია გახარიასგან ვერ მოისმინეს.
შეგახსენებთ იმასაც, რომ გახარიას გადადგომის შემდეგ შსს–მ მელიას დაკავების ღონისძიება გადადო, ოპოზიცია კი ხელისუფლებას დიალოგის მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდებს.


