ანა ფოტიგა: „საქართველო 90-იან წლებში ბრუნდება“
18/02/2021 09:58:05 პოლიტიკა
ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საქართველოში მიმდინარე მოვლენებით შეშფოთებულია და აცხადებს, რომ ქვეყანა 90–იან წლებში ბრუნდება.
„შეშფოთებული ვარ საქართველოდან მიღებული ამბებით. ქვეყნიდან, რომელიც ადრე მაგალითს აძლევდა სხვებს და ახლა უკან ბრუნდება თავის მშფოთვარე წარსულში, 90-იან წლებში. ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების გადაწყვეტილება მიუღებელია“,– წერს ევროპარლამენტარი „ტვიტერში“.
შეგახსენებთ, რომ 17 თებერვალს სასამარტლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გიორგი გახარიამ პრემიერ–მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. ამ ეტაპზე უცნობია, ვინ შეცვლის მას, მოვალეობას კი მაია ცქიტიშვილი შეასრულებს. გახარიამ გადაწყვეტილების საფუძვლად ნიკა მელიას დაპატიმრების თაობაზე აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. დისკუსიის არსებობა „ქართულ ოცნებაშიც“ დაადასტურეს, თუმცა როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მათ შესაბამისი არგუმენტაცია გახარიასგან ვერ მოისმინეს.
შეგახსენებთ იმასაც, რომ გახარიას გადადგომის შემდეგ შსს–მ მელიას დაკავების ღონისძიება გადადო, ოპოზიცია კი ხელისუფლებას დიალოგის მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდებს.


