Accentnews.ge
სუბარი – გახარიაზე: "რატომ გადადგა, ვერ გავიგე"

სუბარი – გახარიაზე: "რატომ გადადგა, ვერ გავიგე"

18/02/2021 10:24:01 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" წევრი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ვერ გაიგო, რატომ დატოვა გიორგი გახარიამ პრემიერ–მინისტრის თანამდებობა.

"გამიჯნვა - არგამიჯნვა არ ვიცი, რატომ გადადგა, ისიც ვერ გავიგე, გულწრფელად რომ გითხრათ, თვითონ რაც თქვა, იმის გარდა. რამე მსჯელობა რომ ყოფილიყო გუნდში, ყოველ შემთხვევაში, მე რომ მიმეღო მონაწილეობა, ისეთი არ ყოფილა და არც მგონია, რომ რამე ყოფილიყო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ყველაზე კარგად იცის, როგორ უნდა მოხდეს პირის წარდგენა სასამართლოში თუ დაკავება. აქ ორი აზრი არ არსებობს და არანაირი პოლიტიკური მდგენელი აქ არ უნდა არსებობდეს", – განაცხადა სუბარმა.

ცნობისთვის: 17 თებერვალს სასამარტლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გიორგი გახარიამ პრემიერ–მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. ამ ეტაპზე უცნობია, ვინ შეცვლის მას, მოვალეობას კი მაია ცქიტიშვილი შეასრულებს. გახარიამ გადაწყვეტილების საფუძვლად ნიკა მელიას დაპატიმრების თაობაზე აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. დისკუსიის არსებობა „ქართულ ოცნებაშიც“ დაადასტურეს, თუმცა როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მათ შესაბამისი არგუმენტაცია გახარიასგან ვერ მოისმინეს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ გახარიას გადადგომის შემდეგ შსს–მ მელიას დაკავების ღონისძიება გადადო, ოპოზიცია კი ხელისუფლებას დიალოგის მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S