Accentnews.ge
„ქართული ოცნება“ დღეს პოლიტსაბჭოს სხდომას და უმრავლესობის შეხვედრას გამართავს

„ქართული ოცნება“ დღეს პოლიტსაბჭოს სხდომას და უმრავლესობის შეხვედრას გამართავს

18/02/2021 10:15:54 პოლიტიკა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დღეს პოლიტსაბჭოს სხდომას და უმრავლესობის შეხვედრას გამართავს.

შეხვედრები „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გაიმართება. პოლიტსაბჭოს სხდომა 15:00 საათზე დაიწყება, 16:00 საათზე კი უმრავლესობის შეხვედრაა ჩანიშნული.

ცნობისთვის: 17 თებერვალს სასამართლომ ენმ–ის თავმჯდომარე ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 18 თებერვალს გიორგი გახარიამ პრემიერ–მინისტრის თანამდებობა დატოვა. გახარიამ გადაწყვეტილების საფუძვლად ნიკა მელიას დაპატიმრების თაობაზე აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. დისკუსიის არსებობა „ქართულ ოცნებაშიც“ დაადასტურეს, თუმცა როგორც პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, მათ შესაბამისი არგუმენტაცია გახარიასგან ვერ მოისმინეს.

გახარიას გადადგომის შემდეგ შსს–მ მელიას დაკავების ღონისძიება გადადო. ოპოზიცია ხელისუფლებას ვადამდელი არჩევნების დანიშნვის მიზნით დიალოგის მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S