Accentnews.ge
ლიეტუვას საგარეო უწყება: "მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას, თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომელიც საზოგადოებაში უფრო მეტ გაყოფას გამოიწვევს"

ლიეტუვას საგარეო უწყება: "მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას, თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომელიც საზოგადოებაში უფრო მეტ გაყოფას გამოიწვევს"

18/02/2021 10:41:50 პოლიტიკა

"ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის გაუქმება და მისი შესაძლო დაპატიმრება ამცირებს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დიალოგის შესაძლებლობას და აჩენს კითხვებს ქვეყანაში შერჩევითი სამართლისა და კანონის უზენაესობის არსებობის შესახებ", - ამის შესახებ ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებულია საქართველოში ბოლო დროს შექმნილი პოლიტიკური ვითარებით. პარლამენტის გადაწყვეტილება მთავარი ოპოზიციური პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის გაუქმების შესახებ და ასევე პოლიტიკოსის შესაძლო დაპატიმრება ამცირებს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დიალოგის შესაძლებლობას და აჩენს კითხვებს ქვეყანაში შერჩევითი სამართლისა და კანონის უზენაესობის არსებობის შესახებ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

საგარეო უწყება საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას მოუწოდებს, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან:

„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებმაც შეიძლება საზოგადოება კიდევ უფრო ღრმა ჩიხში შეიყვანოს და საზოგადოებაში მეტი გაყოფა გამოიწვიოს, ასევე თავი შეიკავონ მოქალაქეების მიმართ შესაძლო ძალის გამოყენებისგან. სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვა ქვეყნის მომავლის პერსპექტივებს მხოლოდ ზიანს მიაყენებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ლიუტუვას საგარეო უწყება ქართველ პარტნიორებს მოუწოდებს, სიტუაციის განმუხტვის შესაძლებლობა გამოიყენონ:

„მოვუწოდებთ პარტნიორებს საქართველოში, რომ არ გადაკვეთონ წითელი ხაზები, გამოიყენონ სიტუაციის დე-ესკალაციის შესაძლებლობა და სიტუაციის ნორმალიზების გზები ეძიონ, ასევე დაუბრუნდნენ კონსტრუქციულ პოლიტიკურ დიალოგს“.

ცნობისთვის: 17 თებერვალს სასამართლომ ენმ–ის თავმჯდომარე ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 18 თებერვალს გიორგი გახარიამ პრემიერ–მინისტრის თანამდებობა დატოვა. გახარიამ გადაწყვეტილების საფუძვლად ნიკა მელიას დაპატიმრების თაობაზე აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. დისკუსიის არსებობა „ქართულ ოცნებაშიც“ დაადასტურეს, თუმცა როგორც პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, მათ შესაბამისი არგუმენტაცია გახარიასგან ვერ მოისმინეს.

გახარიას გადადგომის შემდეგ შსს–მ მელიას დაკავების ღონისძიება გადადო. ოპოზიცია ხელისუფლებას ვადამდელი არჩევნების დანიშნვის მიზნით დიალოგის მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S