ნიკოლოზ სამხარაძის ინფორმაციით, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობასთან ერთად „ქართული ოცნებაც“ დატოვა
18/02/2021 11:00:24 პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ნიკოლოზ სამხარაძის ინფორმაციით, გიორგი გახარიამ პრემიერ - მინისტრის თანამდებობასთან ერთად პარტია „ქართული ოცნებაც“ დატოვა.
„მე როგორც ვიცი, პარტიაც დატოვა", – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ცნობისთვის: 17 თებერვალს სასამართლომ ენმ–ის თავმჯდომარე ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 18 თებერვალს გიორგი გახარიამ პრემიერ–მინისტრის თანამდებობა დატოვა. გახარიამ გადაწყვეტილების საფუძვლად ნიკა მელიას დაპატიმრების თაობაზე აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. დისკუსიის არსებობა „ქართულ ოცნებაშიც“ დაადასტურეს, თუმცა როგორც პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, მათ შესაბამისი არგუმენტაცია გახარიასგან ვერ მოისმინეს.
გახარიას გადადგომის შემდეგ შსს–მ მელიას დაკავების ღონისძიება გადადო. ოპოზიცია ხელისუფლებას ვადამდელი არჩევნების დანიშნვის მიზნით დიალოგის მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდებს.


