Accentnews.ge
ხუხაშვილი – გახარიაზე: „მაღალი კლასის მაჩვენებელია. ოპოზიციასაც ვთხოვ, ეს აღნიშნოს“

ხუხაშვილი – გახარიაზე: „მაღალი კლასის მაჩვენებელია. ოპოზიციასაც ვთხოვ, ეს აღნიშნოს“

18/02/2021 11:14:48 პოლიტიკა

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის შეფასებით, გიორგი გახარიას ნაბიჯმა გზა ვადამდელი არჩევნებისკენ გახსნა.

„ყველა ადამიანი გადაწყვეტილებამდე თანდათან მიდის. პრობლემები ყველას გვაქვს, მასაც ჰქონდა უთანხმოების პრობლემები. ასე ჩანდა, რომ ის იყო ერთადერთი საღად მოაზროვნე ადამიანი, რომელსაც სახელმწიფოებრივი განცხადებების გაკეთება შეეძლო, კონსენსუსის ძიებისკენ იყო მომართული, განსხვავებით „წითელი ნაჭრისგან“, რასაც დანარჩენი „ქართული ოცნება“ წარმოადგენდა ქართულ პოლიტიკურ კორიდაზე. ესენი ააფრიალებდნენ „წითელ ნაჭრებს“ და შემდეგ კუთხეებს გახარია აგლუვებდა. ამ ადამიანმა ასე იცხოვრა გარკვეული პერიოდი, მაგრამ ახლა კრიტიკული მომენტი დადგა – ადამიანის რესურსიც ამოწურვადია. ანგელოზი არავინ არის და გახარიასაც აქვს თავისი ცოდვები, მაგრამ მეორეს მხრივ – როდესაც ადამიანს მსგავს მწვავე მომენტში შეუძლია გადაწყვეტილების მიღება, რომელიც არათუ მას, არამედ მთლიანად სახელმწიფოს ძალიან სერიოზული რისკებისგან დააზღვევს, გააჩენს შანსს, პოლიტიკურ კალაპოტში ჩაჯდეს პროცესები, ეს მაღალი კლასის მაჩვენებელია. ასეთი ერთი იყო ჟვანია [საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრი – რედ.]. ამის არდანახვა არ შეიძლება. ოპოზიციასაც ვთხოვ, რომ ეს აღნიშნოს“,– განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე შეფასებით, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენები გახარიას „კომპრომატი“ არ არის:

„ოპოზიციას პირდაპირ ვეტყვი, 20 ივნისი გახარიას კომპრომატია მცირე ნაწილშია: როდესაც ხელისუფლებამ მას 20 ივნისს სროლის ბრძანება ჩაუდო, ის გაჩუმდა და ეს „შეიტენა“.

  • 17 თებერვალს სასამართლომ ენმ–ის თავმჯდომარე ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა.
  • 18 თებერვალს გახარია გადადგა და განაცხადა, რომ მელიას საკითხზე გუნდთან ვერ შეთანხმდა.
  • გახარიას გადადგომის შემდეგ შსს–მ მელიას დაკავების ღონისძიება გადადო.
  • ოპოზიცია ხელისუფლებას ელჩების ჩართულობით დიალოგისკენ მოუწოდებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S