დეპუტატი "ოცნებიდან" აცხადებს, რომ პარტია ქვეყნის ინტერესებზე მუშაობას მათ შორის პრემიერ–მინისტრების გადადგომა/არჩევით კვლავ გააგრძელებს
18/02/2021 11:11:11 პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" ქვეყნის ინტერესებზე მუშაობას მათ შორის პრემიერ–მინისტრების გადადგომა/არჩევით კვლავ გააგრძელებს.
"კრიზისი არ არის. ეს არის ოპოზიციის ნარატივი. სამწუხაროდ, ისინი თავიანთ სამყაროში ცხოვრობენ იმიტომ, რომ დანარჩენი საერთაშორისო საზოგადოება ამბობს, რომ პარლამენტში უნდა იმუშავონ, რაზეც ოპოზიცია უარს აცხადებს. რაც შეეხება მომავალს, "ქართული ოცნება" 2011 წლიდან დღემდე, მათ შორს პრემიერების გადადგომითა და ახლის არჩევით აგრძელებს ქვეყნის ინტერესებზე მუშაობს და ასე გაგრძელდება", – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის: 17 თებერვალს სასამართლომ ენმ–ის თავმჯდომარე ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 18 თებერვალს გიორგი გახარიამ პრემიერ–მინისტრის თანამდებობა დატოვა. გახარიამ გადაწყვეტილების საფუძვლად ნიკა მელიას დაპატიმრების თაობაზე აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. დისკუსიის არსებობა „ქართულ ოცნებაშიც“ დაადასტურეს, თუმცა როგორც პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, მათ შესაბამისი არგუმენტაცია გახარიასგან ვერ მოისმინეს.
გახარიას გადადგომის შემდეგ შსს–მ მელიას დაკავების ღონისძიება გადადო. ოპოზიცია ხელისუფლებას ვადამდელი არჩევნების დანიშნვის მიზნით დიალოგის მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდებს.


