ნიკა რურუას მეუღლე, მალხაზ მაჩალიკაშვილი და თამარ ბაჩალიაშვილის მამა ენმ–ის ოფისში მივიდნენ
18/02/2021 11:32:53 პოლიტიკა
"მთავარი არხის" მეწილე ნიკა რურუას მეუღლე, მალხაზ მაჩალიკაშვილი და თამარ ბაჩალიაშვილის მამა ენმ–ის ოფისში მივიდნენ.
მათი თქმით, სურთ, მხარდაჭერა გამოუცხადონ ენმ–ის თავმჯდომარე ნიკა მელიას.
როგორც ისინი აცხადებენ, უსამართლობა უნდა დასრულდეს.
"შვილი მომიკვდა და სამართალს ვერ მივაგენი. რამდენი დადის ჩემსავით გამწარებული", – აცხადებს ბაჩალიაშვილის მამა.
"ხელისუფლება აპირებდა მელიას დაჭერას და არ დავუშვებთ ამას", – აცხადებს მაჩალიკაშვლი.
ცნობისთვის: 17 თებერვალს სასამართლომ ენმ–ის თავმჯდომარე ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 18 თებერვალს გიორგი გახარიამ პრემიერ–მინისტრის თანამდებობა დატოვა. გახარიამ გადაწყვეტილების საფუძვლად ნიკა მელიას დაპატიმრების თაობაზე აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. დისკუსიის არსებობა „ქართულ ოცნებაშიც“ დაადასტურეს, თუმცა როგორც პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, მათ შესაბამისი არგუმენტაცია გახარიასგან ვერ მოისმინეს.
გახარიას გადადგომის შემდეგ შსს–მ მელიას დაკავების ღონისძიება გადადო. ოპოზიცია ხელისუფლებას ვადამდელი არჩევნების დანიშნვის მიზნით დიალოგის მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდებს.


