Accentnews.ge
"საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაგრძელების შესაძლებლობებს საფრთხე ემუქრება. უნდა დაიწყოს დიალოგი"

"საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაგრძელების შესაძლებლობებს საფრთხე ემუქრება. უნდა დაიწყოს დიალოგი"

18/02/2021 11:43:10 პოლიტიკა

საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაგრძელების შესაძლებლობები საფრთხეშია, – ასე ეხმიანება ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.

"საქართველო არის გზაჯვარედინზე, საფრთხე ემუქრება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაგრძელების შესაძლებლობებს. მმართველი გუნდი და ოპოზიციური პარტიები უნდა დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს და დაიწყოს ეროვნული ერთობის დიალოგი. ქვეყნის მომავლის წინაშე ყველას ეკისრება პასუხისმგებლობა", – წერს კუბილიუსი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: 17 თებერვალს სასამართლომ ენმ–ის თავმჯდომარე ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 18 თებერვალს გიორგი გახარიამ პრემიერ–მინისტრის თანამდებობა დატოვა. გახარიამ გადაწყვეტილების საფუძვლად ნიკა მელიას დაპატიმრების თაობაზე აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. დისკუსიის არსებობა „ქართულ ოცნებაშიც“ დაადასტურეს, თუმცა როგორც პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, მათ შესაბამისი არგუმენტაცია გახარიასგან ვერ მოისმინეს.

გახარიას გადადგომის შემდეგ შსს–მ მელიას დაკავების ღონისძიება გადადო. ოპოზიცია ხელისუფლებას ვადამდელი არჩევნების დანიშნვის მიზნით დიალოგის მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S