Accentnews.ge
"გახარია არწმუნებდა უმრავლესობას, რომ ნიკა მელიას საქმეში უნდა აღსრულებულიყო სამართალი"

"გახარია არწმუნებდა უმრავლესობას, რომ ნიკა მელიას საქმეში უნდა აღსრულებულიყო სამართალი"

18/02/2021 11:00:27 პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ ენმ–ის ლიდერის ნიკა მელიას მიმართ სამართლის აღსრულებაზე “ქართული ოცნების” შიგნით აზრთა სხვადასხვაობა იყო, თუმცა ვადებთან დაკავშირებით. მისი თქმით, გიორგი გახარია იყო სწორედ ის, ვინც გუნდის წევრებს არწმუნებდა მართლმსაჯულების აღსრულების აუცულებლობაში.

"ნიკა მელიასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა გუნდში იყო, თუმცა, გიორგი გახარია იყო ის ადამიანი, რომელიც არწმუნებდა ყველა დანარჩენ წევრს უმრავლესობის, რომ ნიკა მელიას საქმეში უნდა აღსრულებულიყო სამართალი. ამას დაგიდასტურებთ უმრავლესობის 90- ვე წევრი, რომელიც იყო უმრავლესობის სხდომაზე. თუ მან ჩათვალა, რომ პოლიტიკური ნაბიჯით ის შეძლებს განმუხტოს დაძაბულობა და თუ მისი გადადგომა ნიკა მელიას აიძულებს გადაიხადოს გირაო და ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება, მაშინ კი ბატონო, მივიღოთ ეს განცხადება მის მცდელობად. რა ვადამდე ითხოვდა გახარია აღსრულების გადაწევას გაუგებარია, სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ ჩემთვის მოულოდნელი და გაუგებარია, რა ვადამდე ითხოვდა გადაწევას - დღეს, ხვალ, ზეგ თუ სამ დღეში მოხდებოდა ეს აღსრულება, დიდი მნიშვნელობა მგონი არ აქვს. წარმოუდგენელია, რომ ამის გამო, ასეთი რამ გადაწყვიტა", – განაცხადა სამხარაძემ.

ცნობისთვის: 17 თებერვალს სასამართლომ ენმ–ის თავმჯდომარე ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 18 თებერვალს გიორგი გახარიამ პრემიერ–მინისტრის თანამდებობა დატოვა. გახარიამ გადაწყვეტილების საფუძვლად ნიკა მელიას დაპატიმრების თაობაზე აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. დისკუსიის არსებობა „ქართულ ოცნებაშიც“ დაადასტურეს, თუმცა როგორც პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, მათ შესაბამისი არგუმენტაცია გახარიასგან ვერ მოისმინეს.

გახარიას გადადგომის შემდეგ შსს–მ მელიას დაკავების ღონისძიება გადადო. ოპოზიცია ხელისუფლებას ვადამდელი არჩევნების დანიშნვის მიზნით დიალოგის მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S