ბოლქვაძე – გახარიას გადადგომაზე: "ოცნებას" არაფერი დაასუსტებს"
18/02/2021 12:16:22 პოლიტიკა
"ქართული ოცნება" არის ერთად შეკრული გუნდი, რომელსაც არაფერი დაასუსტებს", – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ელისო ბოლქვაძე გიორგი გახარიას მიერ პრემიერ–მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის ფაქტს.
ცნობისთვის: 17 თებერვალს სასამართლომ ენმ–ის თავმჯდომარე ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 18 თებერვალს გიორგი გახარიამ პრემიერ–მინისტრის თანამდებობა დატოვა. გახარიამ გადაწყვეტილების საფუძვლად ნიკა მელიას დაპატიმრების თაობაზე აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. დისკუსიის არსებობა „ქართულ ოცნებაშიც“ დაადასტურეს, თუმცა როგორც პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, მათ შესაბამისი არგუმენტაცია გახარიასგან ვერ მოისმინეს.
გახარიას გადადგომის შემდეგ შსს–მ მელიას დაკავების ღონისძიება გადადო. ოპოზიცია ხელისუფლებას ვადამდელი არჩევნების დანიშნვის მიზნით დიალოგის მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდებს.


