Accentnews.ge
"გახარიას გადადგომას ჟვანიას მიერ 2001 წელს გადადგმულ ნაბიჯს ვადარებ – დროში გაიწელა ცვლილება, თუმცა შევარდნაძე ხელისუფლებაში ვერ გააჩერა"

"გახარიას გადადგომას ჟვანიას მიერ 2001 წელს გადადგმულ ნაბიჯს ვადარებ – დროში გაიწელა ცვლილება, თუმცა შევარდნაძე ხელისუფლებაში ვერ გააჩერა"

18/02/2021 12:30:17 პოლიტიკა

„მოძრაობა ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე აცხადებს, რომ გიორგი გახარიას პრემიერ–მინისტრის თანამდებობიდან გადადგომა სწორი და დროული გადაწყვეტილება იყო, თუმცა იგი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ცვლილებას ეს ფაქტი ვერ შეაჩერებს.

"გახარიას გადადგომას ზურაბ ჟვანიას მიერ 2001 წელს გადადგმულ ნაბიჯს ვადარებ – მან უბრალოდ დროში გაწელა ხელისუფლების ცვლილება, თორემ შევარდნაძე ხელისუფლებაში ვერ გააჩერა. ანუ გახარიას გადადგომის ფაქტმა ჩვენს ქვეყანას დღეს ააცილა ძალიან სერიოზული გამოწვევა – დაპირისპირება და ძალიან ცუდი რეპუტაციული დამღა ქვეყანაზე. თუმცა ეს არის დროში გადადებული ნაღმი, რომელსაც თავიდან ბოლომდე მაინც დასჭირდება რეალიზება არჩევნების სახით",– განაცხადა დოლიძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ "მშვიდად მიგვიყვანონ საარჩევნო ყუთამდე".

ცნობისთვის: 17 თებერვალს სასამართლომ ენმ–ის თავმჯდომარე ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 18 თებერვალს გიორგი გახარიამ პრემიერ–მინისტრის თანამდებობა დატოვა. გახარიამ გადაწყვეტილების საფუძვლად ნიკა მელიას დაპატიმრების თაობაზე აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. დისკუსიის არსებობა „ქართულ ოცნებაშიც“ დაადასტურეს, თუმცა როგორც პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, მათ შესაბამისი არგუმენტაცია გახარიასგან ვერ მოისმინეს.

გახარიას გადადგომის შემდეგ შსს–მ მელიას დაკავების ღონისძიება გადადო. ოპოზიცია ხელისუფლებას ვადამდელი არჩევნების დანიშნვის მიზნით დიალოგის მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S