Accentnews.ge
"ჩვენ ახლა ისე ახლოს ვართ ახალი არჩევნების მოპოვებასთან, როგორც არასდროს"

"ჩვენ ახლა ისე ახლოს ვართ ახალი არჩევნების მოპოვებასთან, როგორც არასდროს"

18/02/2021 12:55:05 პოლიტიკა

"ჩვენ ახლა ისე ახლოს ვართ ახალი არჩევნების მოპოვებასთან, როგორც არასდროს", – ამის შესახებ ენმ–ის ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

"მინდა, დაგარწმუნოთ, რომ თქვენი ძალისხმევა უკვალოდ არ ჩაივლის. ჩვენ ახლა ისე ახლოს ვართ ახალი არჩევნების მოპოვებასთან, როგორც არასდროს. მთავარია, ბოლომდე მივიყვანოთ დაწყებული საქმე და ძალიან ცოტა ხანში ახალი არჩევნები ჩაინიშნება. გამორიცხული ამბავია", – მიმართა მხარდამჭერებს ნიკა მელიამ.

მისი თქმით, ოპოზიცია მზადაა, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები ახალი არჩევნების ჩანიშვნის მიზნით გამართოს. როგორც მელია აცხადებს, თუ "ოცნება" აღნიშნულს არ დასთანხმდება, ოპოზიცია მშვიდობიან აქციებს დაიწყებს.

მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ გიორგი გახარიას დღევანდელი "გადაწყვეტილება დასაფასებელია".

ცნობისთვის: 17 თებერვალს სასამართლომ ენმ–ის თავმჯდომარე ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 18 თებერვალს გიორგი გახარიამ პრემიერ–მინისტრის თანამდებობა დატოვა. გახარიამ გადაწყვეტილების საფუძვლად ნიკა მელიას დაპატიმრების თაობაზე აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. დისკუსიის არსებობა „ქართულ ოცნებაშიც“ დაადასტურეს, თუმცა როგორც პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, მათ შესაბამისი არგუმენტაცია გახარიასგან ვერ მოისმინეს.

გახარიას გადადგომის შემდეგ შსს–მ მელიას დაკავების ღონისძიება გადადო. ოპოზიცია ხელისუფლებას ვადამდელი არჩევნების დანიშნვის მიზნით დიალოგის მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S