Accentnews.ge
მელია: „ეს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის „ადიუტანტი“ დანიშნა პრემიერ–მინისტრად“

მელია: „ეს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის „ადიუტანტი“ დანიშნა პრემიერ–მინისტრად“

18/02/2021 13:12:04 პოლიტიკა

ეს ნიშნავს, რომ ახალი არჩევნები ამ ქვეყანაში ჩატარდება,– ასე ეხმიანება ენმ–ის თავმჯდომარე ნიკა მელია პრემიერ–მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღრაიბაშვილის დასახელებას.

„ეს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის „ადიუტანტი“ დანიშნა პრემიერ–მინისტრად. ღარიბაშვილი პრემიერ–მინისტრობიდან როგორ წავიდა არ გახსოვთ? ორ არჩევანი გვაქვს, ან ხალხთან ერთად ვატარებთ ეროვნულ ინტერესებს ეროვნული მოძრაობის ფარგლებში, ან ალტერნატივა ოკუპანტის ბორკილებია, ირაკლი ღრაიბაშვილობა“,– განაცხადა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის: ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერის თანამდებობაზე მერედ ინიშნება. თავდაპირველად მან ამ პოზიციაზე ბიძინა ივანიშვილი შეცვალა, შემდეგ კი თანამდებობიდან გადადგა ისე, რომ მიზეზები საზოგადოებისთვის გაუგებარი დარჩა. მოგვიანებით ის მთავრობაში თავდაცვის მინისტრის პორტფელით დაბრუნდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S