ელისაშვილი – ღარიბაშვილის პრემიერობაზე: „ეს ძალიან ცუდი გზავნილია“
18/02/2021 13:25:15 პოლიტიკა
ეს ძალიან ცუდი გზავნილია და ცუდი გზავნილია ქვენისთვის. ეს ნიშნავს რომ „ქართული ოცნება“ კვლავ „კუნთების თამაშს“ განაგრძობს,– ასე აფასებს „მოქალაქეების“ დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი „ქართული ოცნების“ მიერ პრემიერ–მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის დასახელებას.
მისი შეფასებით, ვითარების დამშვიდების ნაცვლად, „ოცნება“ პრემიერად ნიშნავს ადამიანს, რომელიც „ყველაზე კონფრონტაციული და მოძულეა ოპოზიციის“.
"ქვეყანაში სადღეისოდ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე "ოცნებას" უნდა შეერჩია ისეთი ადამიანი, ვინც დეესკალაციისკენ გადადგამდა ნაბიჯებს, ვინც იქნებოდა მოლაპარაკებების მომხრე; ვინც შეძლებდა ოპოზიციის რეალური მოთხოვნების მოსმენას და მაქსიმალურად გათვალისწინებას. ყველაზე კონფრონტაციული ადამიანი შეარჩიეს, რომელსაც "ნაციონალების" ლამის ცოცხლად შეჭმა უნდა. მისი დანიშნვა მანიშნებელია, რომ "ოცნებას" ვერანაირი დასკვნა ამ სიტუაციიდანაც ვერ გამოაქვს. "ოცნება" ისევ კუნთების თამაშს გააგრძელებს. ესკალაცია გაგრძელდება. ხომ წარმოგიდგენიათ, რა იქნება ღარიბაშვილი პირველი განცხადება, რომ ისინი უნდა დაამთავრონ, ესენი ხეზე ჩამოკიდონ", – განაცხადა ელისაშვილმა და დასძინა, რომ ქვეყანას დამშვიდება და დიალოგი სჭირდება, ამის ნაცვლად კი მას „კატასტროფისკენ მივაქანებთ“.


