Accentnews.ge
ღარიბაშვილი: "ძალიან მალე აღვადგენთ წესრიგს"

ღარიბაშვილი: "ძალიან მალე აღვადგენთ წესრიგს"

18/02/2021 13:24:18 პოლიტიკა

"ჩვენ ძალიან მალე აღვადგენთ წესრიგს და იმ წონასწარობას, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს ნორმალურად, კონსტიტუციის ფარგლებში ფუნქციონირება", ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნების“ გუნდს მხარდაჭერისა და ნდობისთვის:

„მადლობა მეგობრებო. მინდა ყველას მოგახსენოთ, რომ ჩვენთვის, ყველასთვის ემოციური დღეა. ამის მიუხედავად, ჩვენმა გუნდმა სწრაფად მიიღო გადწყვეტილება და მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს, მთლიან გუნდს ჩემი დასახელებისთვის პრემიერის თანამდებობაზე. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და პატივი, რადგან დამტკიცების შემთხვევაში, მეორედ ვიყო ამ ქვეყნის პრემიერი. ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებობს უამრავი გამოწვევა, პირველ რიგში ეს არის კოვიდპანდემია, უმუშევრობა, ეკონომიკური სიდუხჭირე და მოსახლეობის მძიმე მდგომარეობა, რაც საჭიროებს სწრაფ გადაწყვეტილებებს და ამისთვის ჩვენ ყველა მოწოდებული ვარ, სწრაფად მოვუგვაროთ მოსახლეობას პრობლემები. მალე აღვადგენთ წესრიგს და იმ წონასწორობას, რომელიც აუცილებელია, რომ ქვეყანამ ნორმალურად, კონსტიტუციის ფარგლებში გააგრძელოს ფუნქციონირება. კიდევ ერთხელ მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო გუნდს, ჩვენ ერთიანი ძალისხმევით ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ქვეყანა გახდეს კიდევ უფრო ძლიერი“.

ცნობისთვის: 17 თებერვალს სასამართლომ ენმ–ის თავმჯდომარე ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 18 თებერვალს გიორგი გახარიამ პრემიერ–მინისტრის თანამდებობა დატოვა. გახარიამ გადაწყვეტილების საფუძვლად ნიკა მელიას დაპატიმრების თაობაზე აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. დისკუსიის არსებობა „ქართულ ოცნებაშიც“ დაადასტურეს, თუმცა როგორც პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, მათ შესაბამისი არგუმენტაცია გახარიასგან ვერ მოისმინეს.

გახარიას გადადგომის შემდეგ შსს–მ მელიას დაკავების ღონისძიება გადადო. ოპოზიცია ხელისუფლებას ვადამდელი არჩევნების დანიშნვის მიზნით დიალოგის მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S