"ივანიშვილის პასუხი ღარიბაშვილის დანიშნვით არის გამწვავება, რადიკალიზაცია და დაპირისპირება"
18/02/2021 14:28:01 პოლიტიკა
"ივანიშვილის პასუხი ღარიბაშვილის დანიშნვით არის გამწვავება, რადიკალიზაცია და დაპირისპირება", – ასე აფასებს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ქართული ოცნების“ მიერ პრემიერ–მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის დასახელებას.
"როცა საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორების დაკვეთაა მოლაპარაკება, შერიგება, თანხმობა, კონსენსუსი და ჩართულობა, ივანიშვილის პასუხი ღარიბაშვილის დანიშვნით არის გამწვავება, რადიკალიზაცია და დაპირისპირება", – აცხადებს სააკაშვილი.
ცნობისთვის: 17 თებერვალს სასამართლომ ენმ–ის თავმჯდომარე ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 18 თებერვალს გიორგი გახარიამ პრემიერ–მინისტრის თანამდებობა დატოვა. გახარიამ გადაწყვეტილების საფუძვლად ნიკა მელიას დაპატიმრების თაობაზე აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. დისკუსიის არსებობა „ქართულ ოცნებაშიც“ დაადასტურეს, თუმცა როგორც პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, მათ შესაბამისი არგუმენტაცია გახარიასგან ვერ მოისმინეს.
გახარიას გადადგომის შემდეგ შსს–მ მელიას დაკავების ღონისძიება გადადო. ოპოზიცია ხელისუფლებას ვადამდელი არჩევნების დანიშნვის მიზნით დიალოგის მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდებს.
ცოტა ხნის წინ “ქართულმა ოცნებამ" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.


