Accentnews.ge
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილებისკენ მოუწოდებს

18/02/2021 15:21:42 პოლიტიკა

ევროკავშირი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილებისკენ მოუწოდებს.

"ევროკავშირი მოუწოდებს როგორც საქართველოს ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას, იმოქმედონ მაქსიმალური თავშეკავებით და პასუხისმგებლობით შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.

"ევროკავშირს მტკიცედ სწამს, რომ პოლიტიკური ჩიხის მოგვარება მხოლოდ გულწრფელი პოლიტიკური დიალოგის გზით შეიძლება. ჩვენ მოვითხოვთ დაუყოვნებლივ დეესკალაციას ქვეყნის და საქართველოს ყველა მოქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე. საჭიროა პოლიტიკური გამბედაობა, ლიდერები უნდა შეთანხმდნენ პოლარიზაციის გაღრმავების თავიდან ასაცილებლად. საჭიროა ფართო პოლიტიკური ერთიანობა დაძაბულობის განმუხტვისა და დემოკრატიის შემდგომი კონსოლიდაციისთვის, მათ შორის სასამართლო და საარჩევნო ამბიციური და ინკლუზიური რეფორმებით. პოლიტიკური სტაბილურობა და ინკლუზიური საპარლამენტო პროცესი ასევე კორონავირუსის პანდემიისა და მისი შედეგების ეფექტურად მოგვარების წინაპირობებია. ევროკავშირი მზად არის, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ამ საქმეში" - ნათქვამია ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრეს-სპიკერის განცხადებაში.

ცნობისთვის: 17 თებერვალს სასამართლომ ენმ–ის თავმჯდომარე ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 18 თებერვალს გიორგი გახარიამ პრემიერ–მინისტრის თანამდებობა დატოვა. გახარიამ გადაწყვეტილების საფუძვლად ნიკა მელიას დაპატიმრების თაობაზე აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. დისკუსიის არსებობა „ქართულ ოცნებაშიც“ დაადასტურეს, თუმცა როგორც პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, მათ შესაბამისი არგუმენტაცია გახარიასგან ვერ მოისმინეს.

გახარიას გადადგომის შემდეგ შსს–მ მელიას დაკავების ღონისძიება გადადო. ოპოზიცია ხელისუფლებას ვადამდელი არჩევნების დანიშნვის მიზნით დიალოგის მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდებს.

ცოტა ხნის წინ “ქართულმა ოცნებამ" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S