Accentnews.ge
"ღარიბაშვილის დასახელება მკაფიო განაცხადია, რომ დიალოგი და შერიგება არ იქნება"

"ღარიბაშვილის დასახელება მკაფიო განაცხადია, რომ დიალოგი და შერიგება არ იქნება"

18/02/2021 15:26:32 პოლიტიკა

"ღარიბაშვილის დასახელება მკაფიო განაცხადია, რომ დიალოგი და შერიგება არ იქნება", – ასე აფასებს "ევროპული საქართველოს" ერთ–ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე „ქართული ოცნების“ მიერ პრემიერ–მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის დასახელების ფაქტს.

"ქართული ოცნების" ყველა პრემიერ–მინისტრს შორის ღარიბაშვილი იყო ყველაზე აგრესიული, ყველაზე კონფრონტაციული და ყველაზე დაპირისპირებული განსხვავებული აზრის მატარებელ ადამიანებთან და ოპოზიციასთან", - აღნიშნა ბაქრაძემ.

მისივე შეფასებით, ღარიბაშვილის დანიშვნით მმართველმა გუნდმა ოპოზიციის შეთავაზებაზე დიალოგის დაწყებისკენ უარი განაცხადა:

"ამიტომ შევხედოთ ამ კონტექსტში - დღეს რა სიტუაცია. ვართ გზა გასაყარზე, როცა უნდა გამოჩნდეს ქვეყანა სად მიდის, ერთი გზა არის დიალოგის გზა, მოლაპარაკებების მაგიდის გზა, მეორე გზა არის ის, რაზეც დღეს საუბრობენ "ქართულ ოცნებაში", რომ ხვალ მელია მაინც უნდა დავიჭიროთ, არის კონფრონტაციის გზა. მთავარი სიგნალი მის ნომინირებაში არის ის რომ, ის წარმოადგენს მეორე გზას. ეს არის მკაფიო განაცხადი, რომ არანაირი კომუნიკაცია, დიალოგი, შერიგება და ხიდების შენება არ იქნება. პროცესი წავა ბოლომდე აგრესიისკენ. ეს დააჩქარებს "ქართული ოცნების" დასასრულს".

ცნობისთვის: 17 თებერვალს სასამართლომ ენმ–ის თავმჯდომარე ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 18 თებერვალს გიორგი გახარიამ პრემიერ–მინისტრის თანამდებობა დატოვა. გახარიამ გადაწყვეტილების საფუძვლად ნიკა მელიას დაპატიმრების თაობაზე აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. დისკუსიის არსებობა „ქართულ ოცნებაშიც“ დაადასტურეს, თუმცა როგორც პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, მათ შესაბამისი არგუმენტაცია გახარიასგან ვერ მოისმინეს.

გახარიას გადადგომის შემდეგ შსს–მ მელიას დაკავების ღონისძიება გადადო. ოპოზიცია ხელისუფლებას ვადამდელი არჩევნების დანიშნვის მიზნით დიალოგის მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდებს.

ცოტა ხნის წინ “ქართულმა ოცნებამ" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S