Accentnews.ge
"მარტო არ ვივლი, მაგრამ არც 100 ადამიანით ვაპირებ გადაადგილებას"

"მარტო არ ვივლი, მაგრამ არც 100 ადამიანით ვაპირებ გადაადგილებას"

18/02/2021 19:34:03 პოლიტიკა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში პარტიის ცენტრალურ ოფისს დატოვებს და ამაში ხელს ვერავინ შეუშლის.

როგოც მელია ამბობს, გეგმავს, მონაწილეობა მიიღოს როგორც პოლიტიკურ აქტივობებში, ასევე საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც:

"ვმუშაობ, ვცხოვრობ, მანამდეც არაერთი ღამე გამითენებია ამ ოფისში, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, რომ ნორმალურად იმუშავო. რაღა დაგიმალოთ, ვითარება არაა ორდინალური, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არ მივიღებ მონაწილეობას იმ აქტივობებში, რომელიც გაიმართება ოფისის მიღმა. არამარტო რუსთაველის აქციაზე, იქნება ეს გლდანი, თბილისის სხვადასხვა რაიონები – ვაპირებ უახლოეს დღეებში მონაწილეობა მივიღო. ვაპირებ პოლიტიკურ აქტივობებში მონაწილეობას, შაბათს პანაშვიდზეც უნდა მივიდე. ოფისიდან გასვლას ვაპირებ და ამას ვერავინ დაუდგება წინ, ღარიბაშვილი თუ ფარცხალაძე, ვინც არ უნდა დაინიშნოს," - განაცხადა ნიკა მელიამ „რუსთავი 2“–ის ეთეში.

მისი თქმით, დღესაც გეგმავდა პარტიის ოფისიდან გასვლას, მაგრამ თავი შეიკავა:

"მარტო არ ვივლი, მაგრამ არც 100 ადამიანით ვაპირებ გადაადგილებას".

ცნობისთვის: 17 თებერვალს სასამართლომ ენმ–ის თავმჯდომარე ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 18 თებერვალს გიორგი გახარიამ პრემიერ–მინისტრის თანამდებობა დატოვა. გახარიამ გადაწყვეტილების საფუძვლად ნიკა მელიას დაპატიმრების თაობაზე აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. დისკუსიის არსებობა „ქართულ ოცნებაშიც“ დაადასტურეს, თუმცა როგორც პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, მათ შესაბამისი არგუმენტაცია გახარიასგან ვერ მოისმინეს.

გახარიას გადადგომის შემდეგ შსს–მ მელიას დაკავების ღონისძიება გადადო. ოპოზიცია ხელისუფლებას ვადამდელი არჩევნების დანიშნვის მიზნით დიალოგის მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდებს.

გახარიას გადადგომიდან რამდენიმე საათში “ქართულმა ოცნებამ" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S