Accentnews.ge
NATO PA: "სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა"

NATO PA: "სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა"

19/02/2021 06:39:53 პოლიტიკა

NATO–ს საპარლამენტო ასამბლეის (PA) პრეზიდენტი ჯერალდ კონოლი საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას მშვიდობიანი მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს და არსებული კრიზისის აღმოფხვრის მნიშვნელობაზე საუბრობს.

"NATO–ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს ჯგუფის თანათავმჯდომარის რანგში, შეშფოთებით ვადევნებ თვალს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისს. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება და სასწრაფოდ გადაერთონ მიმდინარე კრიზისის და ერთმანეთს შორის არსებული განსხვავებების აღმოფხვრაზე, მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით. მე ღრმად მწამს საქართველოში ჯანსაღი დემოკრატიის პირობის, როგორც ერთადერთი გზის ქვეყნის უზარმაზარი პოტენციალის აღმოჩენისკენ. სამწუხაროდ, ბოლო დროის პოლიტიკური ტენდენციები, პოლარიზაციის გაღრმავების ჩათვლით, წინააღმდეგობაში მოდის სამართლიანი დემოკრატიის ფუნქციონირებასთან, საქართველოს მოქალაქეების ინტერესების სასარგებლოდ. სულ რაღაც ათი დღის წინ, მე ხელახლა წარვადგინე "საქართველოს მხარდამჭერი აქტი" ამერიკის კონგრესში. ეს კანონპროექტი აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას დემონსტრირებს საქართველოს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების მიმართ, განსაკუთრებით რუსული აგრესიის წინაშე. თუმცა ის ასევე გამოკვეთს საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების განვითარების მნიშვნელობას, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების, საჯარო სექტორის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების, კანონის უზენაესობის და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ჩათვლით. პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ეს მხოლოდ მაშინ მიიღწევა, როდესაც შეიქმნება აუცილებელი პირობები, უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის დიალოგისა და ნდობის ხელშესაწყობად. NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა გამოთქვამს მზაობას, მხარი დაუჭიროს საქართველოს მის მისწრაფებაში. საზიარო დემოკრატიული ღირებულებები, NATO-ს წევრებსა და ჩვენს ისეთ პარტნიორებს შორის, როგორიც საქართველოა, არის ყველაზე ძლიერი იარაღი მოსკოვში, ბეიჯინში და სხვაგან არსებული ავტოკრატიების წინააღმდეგ", - ნათქვამია ჯერალდის განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S