Accentnews.ge
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ

19/02/2021 08:02:14 პოლიტიკა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ინფორმაცია ჟვანიას თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე ტელეკომპანია "ფორმულამ" და „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ გაავრცელეს.

ჟვანიას გადადგომას ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ითხოვენ. მას არჩევნების გაყალბების ხელშეწყობაში სდებენ ბრალს.

თამარ ჟვანია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოზიციას 2013 წლიდან იკავებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S