Accentnews.ge
კენეტ იალოვიცი ​ორ საკითხს ასახელებს, რომელიც მისი ვარაუდით, "საქართველოს ჩიხიდან გამოიყვანს"

კენეტ იალოვიცი ​ორ საკითხს ასახელებს, რომელიც მისი ვარაუდით, "საქართველოს ჩიხიდან გამოიყვანს"

19/02/2021 09:16:15 პოლიტიკა

აშშ–ის ყოფილი ელჩი კენეტ იალოვიცი საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და მიიჩნევს, რომ "ჩიხიდან გამოსვლისთვის ორი რამ უნდა გაკეთდეს".

"ერთი ისაა, რომ მელიასთან დაკავშირებული საკითხი უნდა გადაიჭრას. უნდა შეტრიალდეს ეს ნაბიჯები. არ მაქვს სურვილი გავაკრიტიკო ქართული მართლმსაჯულების სისტემა, მაგრამ გარე დამკვირვებლისთვის ეს პოლიტიკურ მანევრად აღიქმება. მეორეს მხრივ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა უნდა დაიკავონ თავიანთი ადგილები პარლამენტში. მე ვერ ვხედავ სხვა გზას, რომ პოლიტიკური ვითარება გაუმჯობესდეს და გახდეს ფუნქციური", – აცხადებს საქართველოში აშშ–ის ყოფილი ელჩი "ამერიკის ხმასთან" საუბრისას.

ცნობისთვის: 17 თებერვალს სასამართლომ ენმ–ის თავმჯდომარე ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 18 თებერვალს გიორგი გახარიამ პრემიერ–მინისტრის თანამდებობა დატოვა. გახარიამ გადაწყვეტილების საფუძვლად ნიკა მელიას დაპატიმრების თაობაზე აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. დისკუსიის არსებობა „ქართულ ოცნებაშიც“ დაადასტურეს, თუმცა როგორც პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, მათ შესაბამისი არგუმენტაცია გახარიასგან ვერ მოისმინეს. გახარიას გადადგომის შემდეგ შსს–მ მელიას დაკავების ღონისძიება გადადო.

გახარიას გადადგომიდან რამდენიმე საათში “ქართულმა ოცნებამ" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.

რაც შეეხება ოპოზიციას, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ხელისუფლებას ვადამდელი არჩევნების დანიშნვის მიზნით დიალოგის მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S