მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობაში მხოლოდ ერთი ახალი სახე იქნება
19/02/2021 10:25:44 პოლიტიკა
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, მთავრობის ახალ შემადგენლობაში, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი წარუდგენს, მხოლოდ ერთი ახალი სახე იქნება.
„ამ ეტაპზე რა ინფორმაციაც მაქვს, იმის მიხედვით, მხოლოდ ერთი ახალი სახე იქნება. ეს არის თავდაცვის მინისტრი, თუმცა მისი ვინაობის შესახებ მეტს ვერაფერს გეტყვით. მნიშვნელოვანია, რომ სამთავრობო პროგრამა პასუხობდეს იმ პრიორიტეტებს, რომლებიც აქვს ჩვენს ქვეყანას“, - განუცხადა ჟურნალისტებს სარჯველაძემ.
მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა პარლამენტს დღეს წარედგინება. ბიუროს სხდომა 18:00 საათზეა ჩანიშნული.


