Accentnews.ge
ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა ცნობილია

ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა ცნობილია

19/02/2021 14:02:21 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ ოფისში პრემიერ–მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო კაბინეტის შემადგენლობა წარადგინა:

მინისტრთან კაბინეტში ორი ახალი კაკრი იქნება:

თავდაცვის მინისტრის თანამდებობას ჯუანშერ ბურჭულაძე დაიკავებს, რომელიც მანამდე მინისტრის მოადგილე იყო, ხოლო ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე მაია ცქიტიშვილის მისი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე შეცვლის. თავად ცქიტიშვილი კი ამბობს, რომ ოჯახს უბრუნდება. მან მადლობა გადაუხადა უკვე ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილს და გიორგი გახარიას.

რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს, როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, უცვლელი დარჩება. დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ცნობები, რომ ეკონომიკური გუნდი გეგმავდა გადადგომას და სახელისუფლებო გუნდი მათთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ცქიტიშვილი "ქართული ოცნების" წევრი იყო დღიდან პარტიის დაფუძნებისა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S