პარლამენტთან "ლელოს" წევრები დააკავეს
19/02/2021 15:21:37 პოლიტიკა
თბილისში პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პარტია "ლელო საქართველოსთვის" წევრები ირაკლი კუპრაძე, საბა ბუაძე და თაზო დათუნაშვილი დააკავეს.
ოპოზიციური პარტიის წევრები პარლამენტის მიმდებარედ აქციას მართავდნენ. "ლელოს" ახალგაზრდული ფრთა ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ–მინისტრად დანიშვნასა და მინისტრთა კაბინეტის წევრების წარდგენას აპროტესტებდნენ.
აქციის მონაწილეების თქმით, ღარიბაშვილის პრემიერად დამტკიცების შემთხვევაში, საპროტესტო ტალღა გაიზრდება.
მანამდე აქტივისტებმა და "მოძრაობა საქართველოსთვის" წევრებმა პარლამენტის უკანა შესასვლელიდან კარვის გადატანა პარლამენტის შენობის წინ სცადეს, რასაც სამართალდამცავებთან დაპირისპირება მოჰყვა. შსს–ს ცნობით, პოლიციამ 20 აქტივისტი დააკავა.


