Accentnews.ge
ნიკა მელია უახლოეს გეგმებზე საუბრობს

ნიკა მელია უახლოეს გეგმებზე საუბრობს

19/02/2021 20:26:17 პოლიტიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ ხვალ დილით შეხვედრას გამართავს ლიეტუვის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესთან, მოგვიანებით კი ქელეხში მიდის.

„10:30 საათზე მაქვს შეხვედრა ლიეტუვის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესთან, რომელიც ხვალ დილით ჩამოფრინდება თბილისში. იგი ენმ–ის ოფისში მოდის. ამის შემდეგ ვაპირებ გასვენებაში მისვლას და იქიდან კვლავ ოფისში მოსვლას, შემდეგ შეხვედრების გამართვას. ჩვეულებრივად ვმუშაობ. მოსკოვის პროსპექტზე მივდივარ ხვალ გასვენებაში. დათო ჟღენტს გარდაეცვალა ბაბუა“, – განაცხადა ნიკა მელიამ "პირველის არხის" ეთერში.

ცნობისთვის: 17 თებერვალს სასამართლომ ენმ–ის თავმჯდომარე ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 18 თებერვალს გიორგი გახარიამ პრემიერ–მინისტრის თანამდებობა დატოვა. მან გადაწყვეტილების საფუძვლად მელიას დაპატიმრების თაობაზე აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. დისკუსიის არსებობა „ქართულ ოცნებაშიც“ დაადასტურეს, თუმცა როგორც პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, მათ შესაბამისი არგუმენტაცია გახარიასგან ვერ მოისმინეს. პრემიერის გადადგომის შემდეგ შსს–მ მელიას დაკავების ღონისძიება გადადო. გახარიას გადადგომიდან რამდენიმე საათში “ქართულმა ოცნებამ" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.

17 თებერვლის შემდეგ ნიკა მელია ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან და მხარდამჭერებთან ერთად ენმ–ის ოფისში იმყოფება. როგორც ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, თუ სამართალდამცველები ადგილზე მივლენ, ისინი მათ მელიას დაპატიმრების უფლებას არ მისცემენ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ხელისუფლებას ვადამდელი არჩევნების დანიშნვის მიზნით დიალოგის მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S