Accentnews.ge
კალაძე – ღარიბაშვილზე: "ვისურვებდი, ყოფილიყოს საზოგადოების გამაერთიანებელი"

კალაძე – ღარიბაშვილზე: "ვისურვებდი, ყოფილიყოს საზოგადოების გამაერთიანებელი"

20/02/2021 10:12:13 პოლიტიკა

"მინდა, ირაკლის [ღარიბაშვილს] წარმატებები ვუსურვო. ვისურვებდი, რომ ის ყოფილიყოს ქვეყნის და საზოგადოების გამაერთიანებელი და დამასრულებელი არსებული პოლარიზაციის, რაც ძალიან ცუდია ქვეყნისთვის და მისი განვითარებისთვის. რაც შეეხება ქალბატონ მაიას [ცქიტიშვილი], ეს იყო მისი გადაწყვეტილება [პოლიტიკიდან წასვლა]. მადლობა მას, გაწეული საქმიანობისთვის. მინდა, გიორგი გახარიას მადლობა გადავუხადო. ის იყო ჩვენი ქვეყნის პრემიერი და მადლობა მას",– განაცხადა თბილისის მერმა და "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.

ცნობისთვის: გახარიასთვის გადადგომის შემდეგ საქმიანობისთვის მადლობა "ქართული ოცნების" წევრებს არ გადაუხდიათ. გამონაკლისი იყო მაია ცქიტიშვილი, რომელმაც ასევე დატოვა სამთავრობო კაბინეტი და თქვა, რომ აქტიური პოლიტიკიდან მიდის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S