კონგრესმენები: "მხარეებს დიალოგისკენ მოვუწოდებთ, მელიას საქმის მშვიდობიანად გადასაწყვეტად"
20/02/2021 12:11:56 პოლიტიკა
აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დემოკრატმა გრეგორი მიკსმა და კომიტეტის რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა მაიკლ მაკკოლმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს:
"თბილისში პოლიტიკური დაძაბულობის ესკალაცია ქმნის იმ დემოკრატიული პროგრესის შემცირების რისკებს, რისთვისაც ქართველმა ხალხმა ამდენი იბრძოლა და რთულად მისაღწევია. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პატივი სცეს დემოკრატიულ პრინციპებს და ჩაერთონ კონსტრუქციულ დიალოგში მელიას საქმის მშვიდობიანად გადასაწყვეტად. ძლიერი და მოქნილი დემოკრატია, რომელიც პატივს სცემს კანონის უზენაესობას და მრავალპარტოულ სისტემას, კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ისე რეგიონული სტაბილურობისთვის".
მანამდე განცხადება გაავრცელეს სენატორებმა ჯიმ რიშმა და ჯინ შჰინმა.
მათ შეშფოთება გამოთქვეს ნიკა მელიას საქმეზე და თქვეს, რომ მსგავსი დევნა პოლიტიკაში არ უნდა ხდებოდეს.
საქართველოში გაღრმავებულ პოლიტიკურ კრიზისსა და მხარეებს შორის დიალოგის აუცილებლობაზე საერთაშორისო პარტნიორებმა განცხადებების გაკეთება მას შემდეგ განაახლეს აქტიურად, რაც სასამართლომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დაპატიმრების გადაწყვეტილება გამოაცხადა, მოქმედმა პრემიერმა გუნდში აზრთა სხვადასხვაობის გამო მთავრობის ხელმძღვანელის პოსტი დატოვა და ქართულმა ოცნებამ პრემიერის ახალ კანდიდატად მოქმედი თავდაცვის მინისტრი და ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.


