Accentnews.ge
ღარიბაშვილი: "ივანიშვილის მეთაურობით დაწყებულმა დემოკრატიულმა მოძრაობამ გაათავისუფლა ქვეყანა ნეობოლშევიკური რეჟიმისგან"

ღარიბაშვილი: "ივანიშვილის მეთაურობით დაწყებულმა დემოკრატიულმა მოძრაობამ გაათავისუფლა ქვეყანა ნეობოლშევიკური რეჟიმისგან"

21/02/2021 07:46:52 პოლიტიკა

საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა დროის უმეტესი ნაწილი წინა ხელისუფლებისა კრიტიკას დაუთმო.

პრემიერ–მინისტრობის კანდიდატმა "ენმ-ის ხელისუფლებას უზურპატორი, ნეოლობშევიკური რეჟიმი" უწოდა:

"2012 წელს ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით დაწყებულმა დემოკრატიულმა მოძრაობამ გაათავისუფლა ქვეყანა ნეობოლშევიკური რეჟიმისგან, მაშინ ჩვენი ამოცანა კონსტიტუციიდან გასული უზურპატორების კანონის ჩარჩოში დაბრუნება იყო და ეს მისია ქართველმა ხალხმა წარმატებით შეასრულა. ახლა ჩვენ იმავე ამოცანის წინაშე ვდგავართ, ჩვენ ვხედავთ, როგორ მოქმედებს დამნაშავე ძალა, მათ უარი განაცხადეს არჩევნების შედეგების აღიარებზე, გამოიგონეს არარსებული გაყალბების მითი, დაიწყეს საბოტაჟი, გამოაცხადეს ბოიკოტი, რადგან ვერ შეძლევს ჩვენი ხელისუფლების შერყევა, დაიწყეს კანონისა და მართლმსაჯულების მიმართ დაუმორჩილებლობა. დღეს, ზუსტად ისე, როგორც 9 წლის წინ, ეს ძალა გასულია საკონსტიტუციო წესრიგიდან, დღეს 21-ე საუკუნის შულავერის კომიტეტი, ზუსტად ისევე, როგორც 100 წლის წინ, ქვეყნის კონსტიტუციის დამხობას ცდილობს“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S