Accentnews.ge
"ჩვენ უკვე ორგზის ნანახი გვაქვს სერგო ორჯონიკიძეები, ორჯერ გავიარეთ ქართული ტერიტორიების გასხვისება, ეს დღესაც გრძელდება"

"ჩვენ უკვე ორგზის ნანახი გვაქვს სერგო ორჯონიკიძეები, ორჯერ გავიარეთ ქართული ტერიტორიების გასხვისება, ეს დღესაც გრძელდება"

21/02/2021 07:34:33 პოლიტიკა

საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის წინა ხელისუფლებას "უზურპატორი, ნეოლობშევიკური რეჟიმი" უწოდა

მან ენმ-ის ხელისუფლება სერგო ორჯონიკიძეს შეადარა და თქვა, რომ ქართველმა ხალხმა ორჯერ ნახა საქართველოს ტერიტორიების გასხვისება:

"მე მინდა ფრანგული სიტყვა "დეჟავუ" ვიხმარო, რომელიც ნიშნავს უკვე ნანახს. როდესაც ამ მოვლენებიდან 100 წლის თავზე, დღეს ისევ ვხედავთ ჩვენი სახელმწიფოებრიობის მტრებს ნეობოლშევიკებს, რომლებსაც სამიზნედ სწორედ კანონი და კონსტიტუცია გაუხდიათ, გვახსენედება, რომ ეს უკვე ნანახი გვაქვს. უკვე ნანახი გვაქვს ჩვენი რეპრესიები 100 წლის წინ და 10 წლის წინაც. ჩვენ გვაქვს ნანახი ეკლესიების ნგრევა მაშინაც და არცთუ ისე შორეულ წარსულშიც. უკვე ორგზის გვაქვს ჩვენ ნანახი პროგრესის სახელით ძეგლების აფეთქებაც, ჩვენი მოქალაქეების კერძო საკუთრების ექსპროპრეაციაც და თავისუფალი აზრის ცენზურაც. ჩვენ უკვე ორგზის ნანახი გვაქვს სერგო ორჯონიკიძეები, ორჯერ გავიარეთ ქართული ტერიტორიების გასხვისება, ეს დღესაც გრძელდება. საქართველოს არც შიდა და არც გარე მტრის ასე ვთქვათ, ტიპოლოგი არ ეცვლება, მაგრამ იცვლება ქართული სახელმწიფო. 2012 წლის შემდეგ 9 წელი გავიდა და დღეს ჩვენ გაცილებით უფრო მყარი ფუნდამენტით, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მძლავრი მხარდაჭერით, კონსოლიდირებული დემოკრატიით და მომავლის მკაფიო ხედვით შევხვდებით ნებისმიერ ანტისახელმწიფოებრივ, ანტიკონსტიტუციურ გამოწვევას. ამიტომაც შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ დღეს ჩვენ კონსტიტუციურ წესრიგს საფრთხე არ ემუქრება, ეს გახლავთ ჩვენი ქართველი ხალხის კონსენსუსი".

21 თებერვალი საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღების დღეა. 100 წლის წინ ამ დღეს, 1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელთა კრებამ ქვეყნის პირველი ძირითადი კანონი დაამტკიცა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S