Accentnews.ge
ევროკავშირის წარმომადგენლობა: "საქართველოს პირველი კონსტიტუცია, მრავალი თვალსაზრისით, თავის დროს უსწრებდა"

ევროკავშირის წარმომადგენლობა: "საქართველოს პირველი კონსტიტუცია, მრავალი თვალსაზრისით, თავის დროს უსწრებდა"

21/02/2021 08:19:09 პოლიტიკა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნის პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილეს ულოცავს.

წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "საქართველოს პირველი კონსტიტუცია, მრავალი თვალსაზრისით, თავის დროს უსწრებდა"

"საქართველოს პირველმა კონსტიტუციამ ქვეყანა ევროპულ ღირებულებათა ფართო ოჯახში მტკიცედ განათავსა, იგი ყველაზე მაღლა აყენებდა დემოკრატიული მმართველობის პრინციპებს, ადამიანის უფლებების პატივისცემას, კანონის უზენაესობისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვას, რაც ასევე შეკრების თავისუფლებას, სიტყვის თავისუფლებასა და ბეჭდურ მედიას მოიცავდა. მრავალი თვალსაზრისით, ეს კონსტიტუცია თავის დროს უსწრებდა. მან დანერგა არჩევნების პროპორციული სისტემის პირობებში საყოველთაო საარჩევნო უფლება, რომლითაც ქალები და მამაკაცები თანაბრად სარგებლობდნენ. ამ კონსტიტუციამ გააუქმა სიკვდილით დასჯა და ითვალისწინებდა პოლიტიკური თავშესაფრის უზრუნველყოფას და ეროვნული უმცირესობების დაცვას. მან სოციალურ-ეკონომიკური უფლებები და მართლმსაჯულების აღსრულების მკაცრი ჩარჩოებიც კი განამტკიცა. პროგრესული დემოკრატიისადმი ამ ერთგულებამ თანამედროვე ქართული სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი ორიენტირები შექმნა - ორიენტირები, რომლებიც დღემდე მეტად აქტუალურია. საქართველოს ამბიცია ააშენოს წარმატებული, ინკლუზიური, პლურალისტული დემოკრატია ამ ისტორიულ კონსტიტუციაში არის დამკვიდრებული. როდესაც ამ დღეს საზეიმოდ ერთად აღვნიშვნავთ, ვიხსენებთ ჩვენს ღრმა პარტნიორობას და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ევროკავშირის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს საქართველოს სვლას ძლიერი დემოკრატიისკენ". - ნათქვამია განცხადებაში.

21 თებერვალი საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღების დღეა. 100 წლის წინ ამ დღეს, 1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელთა კრებამ ქვეყნის პირველი ძირითადი კანონი დაამტკიცა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S