Accentnews.ge
სანიკიძე: "კალაძისგან სიურპრიზს ველოდები"

სანიკიძე: "კალაძისგან სიურპრიზს ველოდები"

21/02/2021 15:22:22 პოლიტიკა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გუბაზ სანიკიძე აცხადებს, რომ დედაქალაქის მერ კახა კალაძისგან, რომელიც იმავდროულად "ქართული ოცნების" გენმდივანია, სიურპრიზს ელოდება.

როგორც სანიკიძემ "ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა, მისი ინფორმაციით, კალაძე უკმაყიფლოა ბოლო პერიოდში "პარტიაში მიღებული გადაწყვეტილებებით და აღნიშნა, რომ კალაძისგან სიურპრიზს ელოდება.

დამაზუსტებელ კითხვაზე, რა არ მოეწონა კალაძეს, სანიკიძემ უპასუხა:

"ღარიბაშვილი არ მოეწონა".

სანიკიძის ანალიზით, კალაძეს პარტიაში მაღალი თანამდებობა უკავია, ამასთან, არის დედაქალაქის მერი, პოლიტიკური საფრთხის შეგრძნება აქვს და "არ ჩაჰყვება პლიტიკურ საფლავში არავის":

"დაუკვირდით მის რიტორიკას ბოლო დღეებში. კალაძეს უკვე მხოლოდ პოზიტიური მესიჯები აქვს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S