„შუა ღონისძიების დროს პრემიერის გადადგომა მძიმე იქნებოდა“
21/02/2021 16:11:49 პოლიტიკა
გახარიასთან მქონდა და ახლაც მაქს ურთიერთობა,– განაცხადა შს მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა.
როგორც გომელაური ამბობს, იყო აზრთა სხვადასხვაობა, რაც დაპირისპირებას არ ნიშნავს.
ამასთან, გომელაური ამბობს, რომ იცოდა გიორგი გახარიას გადაწყვეტლების შესახებ საგანგებო ბრიფინგამდე.
„გუნდში განვიხლავდით. მან ეს გადაწყვეტილება მიიღო“,– აღნიშნა გომელაურმა და დასძინა, რომ ენმ–ის თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების ოპერაცია პირადი გადაწყვეტილებით შეაჩერა:
„მძიმე იქნებოდა შუა ღონისძიების დროს პრემიერის გადადგომა. პირადად მივიღე გადაწყვეტლება, გამეჩერებინა“.
გომელაური ამბობს, რომ ამ ეტაპზე არაა გადაწყვეტილი, როდემდე შეჩერდა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესი.


