Accentnews.ge
პავილიონისი აშშ-ს მიმართავს, დაინტერესდეს "ოცნების" ავტოკრატიული ტონით

პავილიონისი აშშ-ს მიმართავს, დაინტერესდეს "ოცნების" ავტოკრატიული ტონით

22/02/2021 05:45:46 პოლიტიკა

ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს მიმართავს, ყურადღება გაამახვილოს საქართველოს ხელისუფლების აგრესიულ, ავტოკრატიულ ტონსა და შესაძლო ქმედებებზე ნიკა მელიას მიმართ.

საქართველოში 3-დღიანი ვიზიტის, ოპოზიციასა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრების შემდეგ ჟიგიმანტას პავილიონისმა ტვიტერზე დაწერა:

"ქართული ოცნების გარდა, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ საჯაროდ გამოხატა დიალოგის მზაობა. ბატონო ბლინკენ, დემოკრატიული ქვეყნების ტრანსატლანტიკური ოჯახი უნდა კონცენტრირდეს ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ აგრესიულ, ავტოკრატიულ ტონსა და შესაძლო ქმედებებზე".

3-დღიანი ვიზიტის განმავლობაში პავილიონისმა არაერთხელ თქვა, რომ არსებული კრიზისის განსამუხტად აუცილებელია დიალოგი. მისი თქმით, უნდა შეწყდეს რეპრესიები, პოლიტიკური დევნა, სასამართლოში მიმდინარე საქმეები პოლიტიკური ლიდერების მიმართ, იმისთვის, რომ საქართველო დასავლური ოჯახის - ევროკავშირის და ნატოს წევრი გახდეს. პავილიონისისვე განცხადებით, ეს აუცილებელია საქართველოს გადარჩენისთვის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S