"ოპოზიციამ დაიგვიანა, თუმცა უმრავლესობა შეხვედრისთვის მზადაა"
22/02/2021 06:24:17 პოლიტიკა
უმრავლესობა მზად არის ოპოზიციასთან შეხვედრისთვის, თუმცა "ქართულ ოცნებაში"ეჭვი ეპარებათ, რომ ოპოზიციას მოლაპარაკება და ვითარების განმუხტვა რეალურად სურს.
"ეს არის დაგვიანებული, თუმცა თუ მათ მართლაც აქვთ სურვილი ეს კიდევ საკითხავია და გასარკვევია, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ ერთი მხრივ ისინი საუბრობენ თითქოს მოლაპარაკებებზე, თუმცა მეორე მხრივ ხედავთ რომ ისინი აწყობენ პროვოკაციებს. ჩვენ ამ ყველაფერს ვუპასუხებთ მხოლოდ და მხოლოდ კანონის ენით, დემოკრატიული პრინციპების ფარგლებში და როგორც აქამდე ვაცხადებდით, მზად ვართ მოლაპარაკებისთვის," - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
ცნობისთვის: ოპოზიცამ დაანონსებული აქციები გადადო და ხელისუფლებას დიალოგს სთავაზობს.


