Accentnews.ge
"ვარდების რევოლუციის შემდეგ ეკონომიკა ბოლომდე გაპარტახდა"

"ვარდების რევოლუციის შემდეგ ეკონომიკა ბოლომდე გაპარტახდა"

22/02/2021 07:45:34 პოლიტიკა

"ვარდების რევოლუციის შემდეგ ეკონომიკა ბოლომდე გაპარტახდა", – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში „ფრაქცია ქართული ოცნების“ სხდომაზე განაცხადა.

"მძიმე ათწლეულით დაღლილმა ჩვენმა ხალხმა მთელი იმედები ე.წ. ვარდების რევოლუციაზე დაამყარა, შედეგად კი, განვითარების ნაცვლად, მოჩვენებითი განვითარების ნაცვლად, მივიღეთ ისედაც უიმედო მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკის ბოლომდე გაპარტახება. კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ ადამიანების წამება, ყველა უფლებების ფეხქვეშ გათელვა, საბედისწერო ომი უმძიმესი შედეგებით, ტერიტორიების დაკარგვითა და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებით, რამაც კიდევ უფრო გაართულა კონსტრუქციული, რაციონალური პოლიტიკისა და დიპლომატიის გზით აფხაზებთან და ოსებთან შერიგების შესაძლებლობა“,– განაცხადა ღარიბაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S