Accentnews.ge
ღარიბაშვილი ოპოზიციის "დესტრუქციულ" და "ჯანსაღ" ნაწილებს მიმართავს

ღარიბაშვილი ოპოზიციის "დესტრუქციულ" და "ჯანსაღ" ნაწილებს მიმართავს

22/02/2021 08:00:17 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციის "დესტრუქციულ" და "ჯანსაღ" ნაწილებს მიმართავს და აცხადებს, რომ "პარლამენტში სამუშაო რეჟიმში დისკუსია ყველას დაეხმარება მათ [ოპოზიციის] დახვეწაში".

"ის რაც ხდება დღევანდელ პარლამენტში აბსოლუტურად მიუღებელია. ის ფაქტი, რომ დღეს ჩვენი ოპოზიცია, ოპოზიციად წოდებული, დესტრუქციული ძალა არ შემოდის საქართველოს პარლამენტში არის აბსოლუტურდ მიზანმიმართული საბოტაჟი ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. მინდა, მათ მივმართო, ვიცი, რომ არ შეიძლება არსებობდეს იმაზე მეტი საფუძველი კონსენსუსითვის, ვიდრე ჩვენი ქვეყნის მომავალია. ჩვენი პოლიტიკური პოზიციები შეიძლება, ვერასოდეს დაუახლოვდეს ერთმანეთს და ღმერთმა დამიფაროს, რომ დაუახლოვდეს მათ პოზიციებს, მაგრამ ჯანსაღი ოპონირება სამუშაო რეჟიმში დისკუსია ყველას დაგვეხმარება მათ დახვეწაში. მერწმუნეთ, რომ ხალხს ნაკლებად აინტერესებს , მაგალითად საარჩევნო კოდექსის გარკვეული დეტალები, თუ ამ ტრიბუნიდან არ ისმის მათი სათქმელი. ჩვენი ხალხის დაკვეთა მათი რეალური კონკრეტული პრობლემების გადაჭრაა. ჩვენ ახლა გვჭირდება ერთიანობა და ხალხის ინტერესების გარშემო გაერთიანება. თუ ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილს ეყოფათ ძალა, გამბედაობა, გონიერება და სახელმწიფოებრივი აზროვნება ასეთი შრომისთვის მე ამას მხოლოდ მივესალმები მთლიანად გუნდი მიესალმება მათთან დიალოგს, რა თქმა უნდა, მე არ ვგულისხმობ იმ რადიკალურ ფრთას, რომელიც პირდაპირ სახელმწიფოს დისკრედიტაციასა და სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევას ცდილობს", – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S