"ოპოზიციის პარტიული ტელევიზიების პროპაგანდით საინფორმაციო-ფსიქოლოგოიურ-დესტრქციული კამპანია მიმდინარეობს, ძალიან მალე ამ შესაძლებლობასაც გამოვაცლით ხელიდან"
22/02/2021 08:09:49 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ოპოზიციის პარტიული ტელევიზიების პროპაგანდით საინფორმაციო-ფსიქოლოგოიურ-დესტრქციული კამპანია მიმდინარეობს. მისი თქმით, "ძალიან მალე ამ შესაძლებლობასაც გამოაცლიან ხელიდან"
"ის, რაც ხდება ჩვენი დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან, საინფორმაციო–ფსიქოლოგიურ–დესტრუქტციულ კამპანიას ვგულისხმობ, მათი პარტიული ტელევიზიების პროპაგანდით, შეიძლება ცოტა ხნით მოატყუო ადამიანები. ნათქვამია, რომ მრავალჯერ განმეორებული სიცრუე, ხანდახან ხდება სიმართლე, მაგრამ ჩვენ კარგად გვესმის, რომ ძალიან მალე ამ შესაძლებლობასაც გამოვაცლით ხელიდან. ვინაიდან, ჩვენ ამ სიცრუეს დავუპირისპირებთ სიმართლეს. ვინც თვლის, რომ ხალხს ეს კი არა სხვა ინტერესები აქვს, რა თქმა უნდა, მათ მოვუწოდებთ, რომ ღია და საჯარო დებატებში მოიპოვოს მხარდაჭერა", – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე სიტვით გამოსვლისას.
მანამდე მან ღარიბაშვილი ოპოზიციის "დესტრუქციულ" და "ჯანსაღ" ნაწილებს მიმართა.
"ის რაც ხდება დღევანდელ პარლამენტში აბსოლუტურად მიუღებელია. ის ფაქტი, რომ დღეს ჩვენი ოპოზიცია, ოპოზიციად წოდებული, დესტრუქციული ძალა არ შემოდის საქართველოს პარლამენტში არის აბსოლუტურდ მიზანმიმართული საბოტაჟი ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. მინდა, მათ მივმართო, ვიცი, რომ არ შეიძლება არსებობდეს იმაზე მეტი საფუძველი კონსენსუსითვის, ვიდრე ჩვენი ქვეყნის მომავალია. ჩვენი პოლიტიკური პოზიციები შეიძლება, ვერასოდეს დაუახლოვდეს ერთმანეთს და ღმერთმა დამიფაროს, რომ დაუახლოვდეს მათ პოზიციებს, მაგრამ ჯანსაღი ოპონირება სამუშაო რეჟიმში დისკუსია ყველას დაგვეხმარება მათ დახვეწაში. მერწმუნეთ, რომ ხალხს ნაკლებად აინტერესებს , მაგალითად საარჩევნო კოდექსის გარკვეული დეტალები, თუ ამ ტრიბუნიდან არ ისმის მათი სათქმელი. ჩვენი ხალხის დაკვეთა მათი რეალური კონკრეტული პრობლემების გადაჭრაა. ჩვენ ახლა გვჭირდება ერთიანობა და ხალხის ინტერესების გარშემო გაერთიანება. თუ ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილს ეყოფათ ძალა, გამბედაობა, გონიერება და სახელმწიფოებრივი აზროვნება ასეთი შრომისთვის მე ამას მხოლოდ მივესალმები მთლიანად გუნდი მიესალმება მათთან დიალოგს, რა თქმა უნდა, მე არ ვგულისხმობ იმ რადიკალურ ფრთას, რომელიც პირდაპირ სახელმწიფოს დისკრედიტაციასა და სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევას ცდილობს", – განაცხადა ღარიბაშვილმა.


