"ჯარი, ეკლესია, პოლიცია და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტები ხელშეუხებელია"
22/02/2021 09:02:26 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ჯარი, ეკლესია, პოლიცია და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტები ხელშეუხებელია.
"მჯერა, რომ თავდაცვის უწყებაში ერთი წლის განმავლობაში ბევრი რამ გავაკეთე. მჯერა, რომ ბატონი ბურჭულაძე წარმატებით გააგრძელებს ყველა იმ რეფორმას და იმ საქმეს, რომელიც ჩვენ ერთად დავიწყეთ. კიდევ ერთხელ უნდა შევახსენო საზოგადოებას, რომ ჯარი, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე ინსტიტუცია, ეკლესია, პოლიცია და ა.შ სახელმწიფო ინსტიტუტები არის ხელშეუხელებელი მეგობრებო", - განაცხადა ღარიბაშვილმა.


