უდუმაშვილი განმარტავს, რა შემთხვევაში განაახლებს ოპოზიცია აქციებს
22/02/2021 09:11:02 პოლიტიკა
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, 25 თებერვლისთვის დაგეგმილი აქცია დროებით არის გადადებული და თუ მმართველი გუნდი მოლაპარაკებებზე არ წამოვა, აქციები გაგრძელდება.
"ჩვენ გადავდეთ 25 თებერვლის აქციები შეგნებულად იმისთვის, რომ ხელისუფლებას მივეცით საშუალება, დაფიქრდეს და დროულად წამოვიდეს დიალოგზე, თუმცა თუ ეს მოლაპარაკება და შეთანხმება არ შედგა, საპროტესტო აქციები გაგრძელდება. ეს არის დროებით გადადებული აქცია, ჩვენ მივეცით ხელისუფლებას დრო, რომ კიდევ შედგეს მოლაპარაკებები", – აცხადებს უდუმაშვილი.


