"ივანიშვილის მმართველობა იყო უნიკალური გამონაკლისი, როცა ქვეყანას რაიმე მნიშვნელოვანი საფრთხეები არ შეხვედრია. გარანტიას ვიძლევი, ეს გაუგებარი ქაოსიც ძალიან მალე დასრულდება"
22/02/2021 09:37:26 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "ბიძინა ივანიშვილის მმართველობა იყო უნიკალური გამონაკლისი როცა ქვეყანას რაიმე მნიშვნელოვანი საფრთხეები არ შეხვედრია.
მან წინა ოპოზიცია კიდევ ერთხელ გააკრიტიკა, აღნიშნა, რომ "ჩვენი მტრის და დესტრუქციული ოპოზიციის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა". თუმცა დასძინა, რომ ქვეყანაში ამჟამად შექმნილ "გაუგებარ ქაოსს" მალე დაასრულებს.
"ივანიშვილის 8–წლიანი მმართველობა იყო უნიკალური გამონაკლისი, როცა ჩვენს ქვეყანას არც ომი ჰქონია, არც დესტაბილიზაცია, არც რაიმე მნიშვნელოვანი საფრთხეები არ შეგვხვედრია. ამას სჭირდება შენარჩუნება. ამას სჭირდება დაცვა და ამას ჩვენ დავიცავთ. ამიტომ ყველა ის მცდელობა, დესტრუქციული ქმედება, რომელთანაც ჩვენ გამკლავება გვიწევს არის პირდაპირ ჩვენი მტრის ინტერესებში. ჩვენი მტრის და დესტრუქციული ოპოზიციის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. საქმე გვაქვს დიდ შიდა მტრობასთან, დიდ ღალატთან. ჩვენ სიმტკიცეს, პრინციპულობას, ჩვენი სიმართლის მტკიცედ დაცვას ალტერნატივა არ აქვს. არავის მივცემთ საშუალებას რომ ჩვენს ქვეყანაში რაიმე დესტაბილიზაცია მოახდინონ. ეს გაუგებარი ხელოვნურად შექმნილი ხმაური და ქაოსიც ძალიან მალე დასრულდება ამის გარანტიას ვიძლევი მე", – განაცხადა ღარიბაშვილმა.


