Accentnews.ge
ღარიბაშვილი: "ოპოზიციასთან მზად ვარ დიალოგისთვის, თუმცა ერთი დათქმით"

ღარიბაშვილი: "ოპოზიციასთან მზად ვარ დიალოგისთვის, თუმცა ერთი დათქმით"

22/02/2021 10:09:50 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლება ოპოზიციასთან დიალოგისთვის ერთ პირობას აყენებს.

"ეს ქაოსი უნდა დასრულდეს ძალიან მალე. ჩვენ უნდა მივხედოთ რეალური პრობლემების გადაწყვეტას. ხალხს უამრავი პრობლემა აქვს, სიღარიბე, სიდუხჭირე... ამას სჭირდება მოგვარება და არა ამ კრიმინალებთან დაჯდომა და რაღაც დიალოგი თურმე რიგგარეშე არჩევნებზე. რომელ არჩევნებზე გვესაუბრებიან საერთოდ?! მე შევახსენებ ყველას, მათ შორის – საერთაშორისო პარტნიორებს როგორო არჩევნები ტარდებოდა საქართველოში 2012 წლამდე, დაშინების, ძალადობის... ეს ყველაფერი არც თუ ისე შორეულ წარსულში ხდებოდა. ეს ხდებოდა სულ რაღავ 9 წლის წინ. ერთ მაგალითს შეგახსენებთ - ხურჩის ტერაქტად შერაცხული, რომელიც მოსახლეობის დაშინების მიზნით მათ თავადვე დადგეს. ეს ხალხია, ამ ხალხთან გვიწევს ჩვენ საუბარი. ასე რომ, ამ რადიკალ, უკვე ტერიტორისტებად ჩამოყალიბებულ ადამიანებთან მე, რა თქმა უნდა, არავითარი განწყობა არ მაქვს დიალოგის და საუბრის. თუმცა ოპოზიციასთან მზად ვარ დიალოგისთვის ერთი დათქმით, რომ ისინი გაემიჯნებიან ამ კრიმინალურ საქმიანობას, ანტისახელმწიფოებრივ და ანტიკონსტიტუციურ საქმიანობას", – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S