ღარიბაშვილი - პოლიციელის მიმართ ნებისმიერი სამართალდარღვევა უნდაისჯებოდეს ძალიან მკაცრად და არავითარი კომპრომისი ამ მიმართულებით ჩვენ არგვექნება, პოლიციელი არის ხელშეუხებელი
22/02/2021 10:39:23 პოლიტიკა
„პოლიციელის მიმართ ნებისმიერი კანონდარღვევა, ნებისმიერი სამართალდარღვევაუნდა ისჯებოდეს ძალიან მკაცრად და არავითარი კომპრომისი ამ მიმართულებითჩვენ არ გვექნება. პოლიციელი არის ხელშეუხებელი“,- ამის შესახებპრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ფრაქცია„ქართული ოცნების“ სხდომაზე განაცხადა.
„პოლიციელების მიმართ აბსოლუტურად მტრული, ანტისახელმწიფოებრივი,ანტიეროვნული დამოკიდებულება დესტრუქციული ძალების. პასუხი არის ძალიანმარტივი, მე ამაზე ვრცლად ვისაუბრე. პოლიციელის მიმართ ნებისმიერიკანონდარღვევა, ნებისმიერი სამართალდარღვევა უნდა ისჯებოდეს ძალიან მკაცრადდა არავითარი კომპრომისი ამ მიმართულებით ჩვენ არ გვექნება. პოლიციელი არისხელშეუხებელი. შესაბამისად, ჩემი პოზიცია იყო, არის და იქნება ასეთიმტკიცე, ისევე როგორც ბატონ ვახტანგს აქვს. ასე რომ, კიდევ ერთხელ სრულიმხარდაჭერა“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


