Accentnews.ge
"ერთ-ერთი პირველი ვიზიტი აზერბაიჯანში მექნება"

"ერთ-ერთი პირველი ვიზიტი აზერბაიჯანში მექნება"

22/02/2021 10:32:15 პოლიტიკა

პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილის აცხადებს, რომ ერთ-ერთი პირველი ვიზიტი აზერბაიჯანში ექნება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში დავით გარეჯის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

"აზერბაიჯანი არის ჩვენი ძალიან ახლო მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორი, რომელსაც მართავს ბრძენი მმართველი, ბატონი ალიევი, რომელთანაც მე მაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა. ერთ-ერთი პირველი ვიზიტი, აზერბაიჯანში მექნება. ჩვენ გვექნება დიალოგი აზერბაიჯანთან, მჯერა რომ ბატონი ალიევი, ჩვენი მეგობარი აზერბაიჯანული მხარე მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებას, ჩვენ მივიღებთ გონივრულ გადაწყვეტილებას, ჩვენ შევძლებთ მოლაპარაკებას... სიცრუის პროპაგანდა, რომელიც ამ საქმესთან მიმართებით აწარმოეს, რა თქმა უნდა, არის თვალსაჩინო, კლასიკური მაგალითი, რომ თურმე დავით გარეჯის საქმე არის მოგონილი საქმე. ამ დროს თავად შემსრულებლებმა აღიარეს, რომ თურმე ეს არ ყოფილა ჩვენი ტერიტორიის ნაწილი, რაც არის პირდაპირი ღალატი, აბა რა არის თუ არ ჰქვია ღალატი?! რომელი სახელმწიფო, რომელი თავმოყვარე ერი შეიწყნარებს ასეთ დამოკიდებულებას? ასე არ შეიძლება გაგრძელება, მეგობრებო, ეს უნდა დასრულდეს! ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას! ეს პროცესი იყო უდიდესი ნაღმი ჩადებული იმისთვის, რომ გაუგებრობა ჩამოვარდნილიყო აზერბაიჯანთან,“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S